ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კლემან ბონი - არ არსებობს გაწევრიანების პროცედურის დაჩქარება, არ არსებობს სამეფო საშვი, უკრაინამ ჯერ უნდა დაამთავროს ომი

ნახვები: 643 კლემან ბონი - არ არსებობს გაწევრიანების პროცედურის დაჩქარება, არ არსებობს სამეფო საშვი, უკრაინამ ჯერ უნდა დაამთავროს ომი

ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი კლემან ბონი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერების ძლიერი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება. აღნიშნულის შესახებ, კლემენტ ბონმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ, ისევე როგორც ყველა კანდიდატმა, მკაცრი წესები უნდა დაიცვას.

„არ არსებობს პროცედურის დაჩქარება, არ არსებობს სამეფო საშვი. მათ ჯერ უნდა დაამთავრონ ომი, აღადგინონ ქვეყანა, შეასრულონ ყველა დემოკრატიული და ეკონომიკური მოთხოვნები. ამას სჭირდება დრო. თუმცა ჩვენ ვიძლევით ამ ღიაობის ნიშანს“, – განაცხადა ბონმა.

ევროკავშირის ლიდერები 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირას ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა უკრაინას და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა