Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მადლობა ქართულ მხარეს უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის და ყველა საჭირო მოთხოვნილების უზრუნველყოფისთვის-ანდრეი კასიანოვი

ნახვები: 578 მადლობა ქართულ მხარეს უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის და ყველა საჭირო მოთხოვნილების უზრუნველყოფისთვის-ანდრეი კასიანოვი

სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო, ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად, მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. კასიანოვი ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარშს დაესწრო.

 

„ჩვენთვის ეს დღე გადაფარულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, რომელიც კვლავ გრძელდება და მათთვის ყველა საჭირო მოთხოვნილებების უზრუნველყოფისთვის, რათა თავი იგრძნონ როგორც მეორე სახლში. ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია“,- განაცხადა კასიანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა