Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თეა წულუკიანი - კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს

ნახვები: 579 თეა წულუკიანი - კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს

კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს იქამდე, ვიდრე არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა, ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მოკრივეები, ეროვნული ნაკრები იმსახურებენ უკეთეს ხელმძღვანელობას.

„საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს. ფედერაციას წელს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს დაახლოებით 800 ათასი ლარი და დანარჩენი თანხა, რაც არის დაახლოებით 400 ათას ლარამდე, შეიძლება, ცოტა მეტიც, ზუსტი ციფრები არ მაქვს, ამის ჩარიცხვა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა. ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი სერიოზული მიზეზები, ეს არ ხდება უმიზეზოდ.

მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მოკრივეების მწვრთნელებს, მოკრივეებს და მათ ოჯახებს, მშობლებს, ვინც ისინი ამ სპორტის სახეობაში ჩართეს და ხელს უწყობდნენ, რომ ჩვენ ისტორიული გამარჯვება მოგვეპოვებინა რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთხელ მივულოცო. მე მქონდა სიხარული, შევხვედროდი სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან და მართლაც ძალიან დიდი სიამაყე მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს ჩართულობით და ასევე მათი მწვრთნელების, მათივე შრომის შედეგად, მაგრამ ფედერაცია არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და ვთვლით, რომ მოკრივეები და ეროვნული ნაკრები, თვითონ ქართული კრივი იმსახურებს უკეთეს ხელმძღვანელობას და ვიდრე ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ფედერაციაში, დაფინანსება არის შეჩერებული. მიზეზებზე რა თქმა უნდა, შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვისზეც უნდა ვისაუბრო და რაზეც უნდა ვისაუბრო, კარგად მესმის, რომ მას ჰყავს მეგობრები, ოჯახი და არ მინდა, საჯაროდ ვთქვა, რა მიზეზიც არსებობს, მაგრამ შეიძლება, ამის დროც დადგეს სამწუხაროდ, ვნახოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა