ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სალომე ზურაბიშვილი:კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს, ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის

ნახვები: 641 სალომე ზურაბიშვილი:კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს, ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, კრიტიკასთან ერთად, გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს თავისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მისივე თქმით, მძიმე სურათის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს.

„საკმაოდ მძიმე სურათია და ამ ყველაფრის მიუხედავად, რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი. ისიც მინდა, ვთქვა, რომ რეზოლუცია, რომელზეც ამდენი დაიწერა, კრიტიკასთან ერთად, და მძაფრია კრიტიკა, ასევე ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება, გამოთქვამს მის რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს თავისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ანუ არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს, დღე დღეზე ველოდებით კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ამ კვირის ბოლომდე ალბათ უნდა გახდეს ცნობილი, რის საფუძველზეც, მაგრამ არა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, თვის ბოლოს, 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის მეთაური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ეს თარიღი იქნა შენარჩუნებული. ანუ, რამდენიმე საფეხური არსებობს და ამდენად, შანსი კიდევ არსებობს. ამავე დროს, ევროპარლამენტიდანაც და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, იმედი შეიძლება, შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ –  პირველ რიგში, ერთიანობა, სხვა გამოსავალო ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა