საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

სერგეი გაიდაი - უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

ნახვები: 694 სერგეი გაიდაი - უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

არტილერიაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული არტილერიის აქტიური გამოყენების გამო, უკრაინელი სამხედროები ქალაქის ცენტრიდან გავიდნენ, ქალაქის ქუჩებში კი, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ცვლიან აღჭურვილობას.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ისევ დაიბომბა სევეროდონეცკში „აზოტის“ ტერიტორია, სადაც თავშესაფრებში მშვიდობიანი მოსახლეობა ამ დრომდე იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა