ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება

ნახვები: 237 თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება

 

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს იმავე შენობაში განაახლებენ. მისაქციელის საჯარო სკოლის შენობაში კი, არსებული დაზიანებების გამო, სწავლა ვერ გაგრძელდება და მის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილებები სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.

სამინისტროს ცნობით, კომისიამ განიხილა იმ სკოლების მდგომარეობა, რომელთა შესახებაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნები სექტემბერში მოამზადა. უწყება თითოეული ასეთი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელ შეფასებას მოითხოვს და შემდგომ გადაწყვეტილებებს ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ შენობაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. სამუშაოებს უახლოეს დღეებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ექსპერტების ზედამხედველობით დაიწყებენ.

„რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები 21-ე საჯარო სკოლაში დაბრუნდებიან და მიმდინარე სასწავლო წელს იქ დაასრულებენ. ზაფხულიდან შენობაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყება, რომლის მიმდინარეობისას სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, ექსპერტიზის დამაზუსტებელი შეფასების თანახმად, არსებული დაზიანებების პირობებში შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია.

„განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა