თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, ომში დაახლოებით 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ნახვები: 654 ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, ომში დაახლოებით 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყოველდღიურად ომში დაახლოებით 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება.

ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი გაცილებით დიდია. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 30 000 რუსი სამხედრო.

რუსეთის მთავრობა დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს 25 მარტის შემდეგ არ აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ომში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა