Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ავსტრიისთვის "პირობაა", რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭოს, თუ მიენიჭება სხვა განმცხადებლებსაც - ავსტრიის კანცლერი

ნახვები: 577 ავსტრიისთვის "პირობაა", რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭოს, თუ მიენიჭება სხვა განმცხადებლებსაც - ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ სხვა განმცხადებლებსაც მიენიჭებათ,- ამის შესახებ მან ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ავსტრიისთვის "პირობაა", რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი თუ მიენიჭება, იგივე ეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკას," – აღნიშნა ნეჰამერმა.

როგორც ავსტრიის კანცლერი აცხადებს, აღნიშნული წინადადება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. როგორც მედია იუწყება, აქვე იგი ამ დისკუსიაში სამართლიანობის მოწოდებით გამოვიდა და დაასახელა "ყველაზე ცუდი მაგალითი, თურქეთის კანდიდატის სტატუსი, რომელიც 59 წელი გაგრძელდა". ნეჰამერმა აღნიშნა თურქეთის პირველი განაცხადი "ევროპის ეკონომიურ თანამეგობრობაში“ რომელიც 1960 - იან წლებში გაკეთდა, ხოლო ამჟამად ოფიციალურ ანკარას კანდიდატის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, როდესაც ევროკავშირის წევრობისთვის მეორე განაცხადი 1987 წელს წარადგინა.

თურქეთის გარდა, ევროკავშირის წევრობის კიდევ ოთხი კანდიდატი არიან ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც განაცხადი 2004 წელს წარადგინა, მონტენეგრო, რომელმაც 2008 წელს წარადგინა, ალბანეთი და სერბეთი, რომლებმაც 2009 წელს წარადგინეს განაცხადები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა