ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში

ნახვები: 503 ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში

გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს“, – წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა