ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან-სერგეი ლავროვი

ნახვები: 500 უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან-სერგეი ლავროვი

უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან, მაგრამ დასავლეთი ამისგან საყოველთაო კატასტროფას ხატავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარება მსოფლიოში საკვების კრიზისს არ გამოიწვევს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი მზად არის, გასცეს პორტების განბლოკვის გარანტიები.

„ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემას. ჩვენი დასავლელი კოლეგები და თავად უკრაინელები ამ საკითხის საყოველთაო კატასტროფის კატეგორიაში გაყვანას ცდილობენ. თუმცა ამ უკრაინული მარცვლეულის წილი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გლობალური წარმოების ერთ პროცენტზე ნაკლებია. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ამ ტიპის მარშრუტების უსაფრთხოებას და გარანტიას ვაძლევთ, რომ როდესაც და თუ უკრაინა გაასუფთავებს ნაღმებს და დაუშვებს გემების გაყვანას თავისი პორტებიდან, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას მიმდინარე სპეცოპერაციის ინტერესებისთვის. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ უნდა მისცენ იარაღი, რომ გამოყენოს გემების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება სურთ. უკრაინა თუ მზად არის, დაიწყოს განაღმვა, ჩვენ მზად ვართ იგივეს გასაკეთებლად. რუსეთი არ ქმნის არავითარ დაბრკოლებებს გემების გადაადგილებისთვის. ჩვენ არაფერს არ ვზღუდავთ“, – თქვა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა