ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი-ანალენა ბერბოკი

ნახვები: 505 უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი-ანალენა ბერბოკი

საკმარისი არ არის თქვა, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, უნდა განაცხადო, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააკეთა. მისი თქმით, „ახლა ისტორიული მომენტია და ევროკავშირი ტრადიციული ფორმულით ვერ იმოქმედებს“.

„ჩვენ ახლა ისტორიულ მომენტში ვართ, რაც ნიშნავს, რომ ტრადიციულ ფორმულებს ვერ მივყვებით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული მომენტი. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან და ალბანეთთან. რაც შეეხება უკრაინას – უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, უნდა თქვა, უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. პროცესის დაჩქარება და შეღავათები არ იქნება, მაგრამ ევროკავშირმა უნდა აირჩიოს ისეთი კურსი, რომ უკრაინას ცხვირწინ კარი არ მიუჯახუნოს. გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც სხვებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია 15 ივნისს გამოაქვეყნებს უკრაინის, საქრთველოსა და მოლდოვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭების შესხებ საკუთარ რეკომენდაციას, ხოლო ივნისის ბოლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირი საბჭომ უნდა მიიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა