ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსეთის შეჭრის შემდეგ 240-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

ნახვები: 505 რუსეთის შეჭრის შემდეგ 240-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა და 446 დაშავდა.

პროკურორის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გარდაცვლილთა და დაღუპულთა გარდა, უკრაინაში დაზიანებულია სულ მცირე 1937 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 181 მთლიანად განადგურდა.

ციფრები არ არის საბოლოო, რადგან ისინი არ შეიცავს მსხვერპლთა რიცხვს იმ ადგილებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ადგილებში, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული. 

ასევე UNICEF-მა განაცხადა, რომ 3 მილიონ უკრაინელ ბავშვს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც 2.2 მილიონზე მეტს ლტოლვილთა მასპინძელ ქვეყნებში.

გაეროს ბავშვთა სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის გამო ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია.

"1 ივნისი არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უკრაინაში და მთელ რეგიონში. ამ დღის აღნიშვნის ნაცვლად, ჩვენ ვუახლოვდებით 3 ივნისს - ომის 100-ე დღეს, რომელმაც მილიონობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა."- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა