ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ-ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს მიმართა

ნახვები: 648 ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ-ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს მიმართა

ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ, – უკრაინული მედიის ცნობით, გამოცემა Nieuwsuur-ს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ ასე მიმართა ნიდერლანდების პრემიერს.

საუბრისას ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პარლამენტს მიმართა და უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილი უწოდა, თუმცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი უთქვამს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს.

„მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუტემ მას უპასუხა, რომ ევროკავშირში არის უკრაინას ადგილი, მაგრამ ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ესმის, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსით უკრაინა მიიღებდა სიგნალს, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში გააძლიერებდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ წევრობას მხარი პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ, რადგან მათ ხალხი ირჩევს.

რამდენიმე დღის წინ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ იმის ალბათობა, უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არცთუ ისე მაღალია. მისი თქმით, ეს უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართაც, რომლებიც კანდიდატის სტატუსს გაცილებით დიდხანს ელოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა