ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ელოდებიან, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და შეწყვეტენ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას

ნახვები: 503 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ელოდებიან, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და შეწყვეტენ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას

თურქეთი ელოდება, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას შეწყვეტენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სტამბოლში რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან აღნიშნულ ქვეყნებს ოფიციალური ანკარა ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

„ღიად გეტყვით, რომ არასწორია მიდგომა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ მაინც დავითანხმებთ თურქეთს, რადგან ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ამ ქვეყნებმა უნდა გადადგან სერიოზული ნაბიჯები. ჩვენ შეუძლებელს არ ველოდებით, მათ უნდა შეწყვიტონ ტერორიზმისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში გამართულ სამმხრივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი შვედეთისა და ფინეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

„მრავალი ხმის საწინააღმდეგოდ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ დავის დარეგულირების პერსპექტივასთან დაკავშირებით და ნატო-ს ხანგრძლივი ერთიანობისა და პარტნიორების სოლიდარობის სულისკვეთებით ეს საკითხი გადაწყდება“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა