ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ევროკავშირმა შესაძლოა რუსული სანქციების გვერდის ავლა დანაშაულად გამოაცხადოს

ნახვები: 502 ევროკავშირმა შესაძლოა რუსული სანქციების გვერდის ავლა დანაშაულად გამოაცხადოს

ევროკავშირმა შესაძლოა რუსული სანქციების გვერდის ავლა დანაშაულად გამოაცხადოს. 

ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის. 

შეთავაზებული წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, იმ კომპანიების და კერძო პირების ქონების კონფისკაცია მოახდინოს, ვინც ეცდება, მოსკოვის მიმართ ევროკავშირის სანქციები თავიდან აიცილოს. 

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის 12 ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად არის გამოცხადებული, 13 ქვეყანაში - სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სახის დანაშაულად, 2 ქვეყანაში კი ამას მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად თვლიან.

ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, წევრი ქვეყნების მიდგომა ერთიანი გახდეს და სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში. 

ამ დროისთვის ევროკავშირმა გაყინა იმ რუსი ოლიგარქების კუთვნილი 10 მილიარდი ევროს ოდენობის კერძო აქტივები და 20 მილიარდ ევროზე მეტის ოდენობის საბანკო ანგარიშები, რომლებიც კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებოდნენ. 

მაგრამ სანამ ამ აქტივების კონფისკაცია და გაყიდვა მოხდება, ოლიგარქები უნდა გასამართლდნენ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებისთვის და ჩამორთმეული ქონება მხოლოდ ამ დანაშაულთან უნდა იყოს დაკავშირებული. 

ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს, ასევე მხარდაჭერილი უნდა იყოს ევროპარლამენტის უმრავლესობის მიერ. 

ინიციატივა გულისხმობს იმათ დასჯასაც, ვინც დაეხმარება სანქცირებულ პირებს, გვერდი აუარონ დაწესებულ შეზღუდვებს, მაგალითად, იურისტებს ან ბანკირებს. 

ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებით ასევე შეთავაზებულია აქტივების კონფისკაციის გაადვილება. ეს შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გამოიტანოს მათი გაყინვის გადაწყვეტილება მანამ, სანამ მფლობელები მათ გადატანას შეძლებენ. 

ევროკომისია ამბობს, რომ ევროკავშირში კრიმინალური დაჯგუფებების აქტივების ოდენობა 139 მილიარდ ევროს აღწევს, ამ დროისთვის კი მათი მხოლოდ 2%-ია გაყინული, ხოლო თავის მხრივ, გაყინული აქტივების მხოლოდ ნახევარია ჩამორთმეული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა