ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მაშინ, როცა ის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს დააბრუნებს

ნახვები: 499 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მაშინ, როცა ის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს დააბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს დააბრუნებს. ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა „NHK“ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, მაგრამ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ იმ ტერიტორიების დაბრუნებაც გვსურს, რაც 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცეს. ამის შემდეგ დავბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები რთული იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმი და დონბასი უკრაინის კუთვნილებაა, მაგრამ ახლა მთვარი ამოცანა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაა.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

„მსოფლიო უკრაინას სამ დღეს აძლევდა მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავთ, არა სამი დღე, არა 30 დღე, არამედ 3 თვე გავიდა. ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა