ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას-რომან გოცირიძე

ნახვები: 505 უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას-რომან გოცირიძე

უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური პარტიის ზონდერები არიან, და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოისმინეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც „პირდაპირ აშანტაჟებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მოუწოდებს, არ გაბედოს იმ მოსამართლეების „შეწუხება“, რომლებიც შემჩნეული არიან პოლიტიკურ დევნაში, რომლებიც ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოაქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები“.

„უფრო მეტიც, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამბოხისაკენ მოუწოდებენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა აშშ-ში უნდა წავიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, და პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, რომ თუკი ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომტანი მოსამართლე არ წამოვა თქვენთან ერთად, თქვენ უარს იტყვით ამ პროგრამაში მონაწილეობაზეო. თომას ჯეფერსონი მოგვიყვანეს მაგალითად, თომას ჯეფერსონი, რომელიც არის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა ამ დეკლარაციაში განაცხადა სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ და სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ამ ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედი, როგორ იკადრებს ჯეფერსონის ქვეყანა, სანქცია დაუწესოს მოსამართლეებსო. როგორ იკადრებს და იკადრა. გავიხსენოთ სულ ახლახან რა მოხდა – 43 მოსამართლეს, პროკურორს და უშიშროების სამსახურის თანამშრომელს დაუწესა სანქცია, სავიზო შეზღუდვები და გაუყინა ქონება ბელარუსში. უფრო ადრე ასევე 66 მოსამართლეს, პროკურორს და იგივე პირებს დამატებული ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორები, რომლებიც სტუდენტებს აშინებდნენ და გარიცხვით ემუქრებოდნენ, თუ ისინი საპროტესტო აქციებში მიიღებდნენ მონაწილეობას. აი, როგორ იკადრა ჯეფერსონის სამშობლომ. და მთავარი, იყო ძალიან კარგი ინიციატივა პოლიტიკური პარტიებისა, რომ შემდგარიყო იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური პარტიის ზონდერები არიან და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას. გინდ, შავი უწოდეთ და გინდ შავბნელი საქმეების გამტარებელი ადამიანების სია, ეს სია უნდა შედგეს, უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს – ევროპის, ევროკავშირის, კანადის შშ-ის მთავრობებს და მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე, იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა