საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ნახვები: 684 ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ „ნახშირის„ და „მილსადენის“ საქმეებში ჩვენება მისცა. უკრაინული მედიის ცნობით, სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დახმარებაში ეჭვმიტანილმა, ვლადიმერ პუტინის ნათლიამ, ვიქტორ მედვედჩუკმა სამარა-დასავლეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების მილსადენის ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან გამოყვანის სქემაზე ისაუბრა, რაც მასში დიზელის საწვავის შემდგომ გადატუმბვას ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, მან ჩვენება მისცა ე.წ. ქვანახშირის საქმეზე, რომელშიც მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფიგურირებს.

მედვედჩუკის განცხადებით, პოროშენკომ არა მხოლოდ მიმართა მედვედჩუკს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირების თხოვნით, არამედ უზრუნველყო უკრაინის ყველა ინსტანციაში აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.

„იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და, ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო არაერთი ქმედება. სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი – ყველა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ისეთი, რაც აუცილებელი იყო პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის“, – თქვა მედვედჩუკმა.

დაკავებული დეპუტატი ირწმუნება, რომ მილსადენის საკითხებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოს მოთხოვნით ეხებოდა.

ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მილსადენმა მფლობელებისთვის ორჯერ მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე მის შესყიდვაში იყო ჩადებული – 42 მილიონ დოლარამდე. 2019 წლის მაისიდან, პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მაგისტრალში დიზელის გადატუმბვა შეწყდა. მედვედჩუკმა ასევე ისაუბრა 2014-2015 წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმის შექმნაზე, პრაქტიკულად სეპარატისტების ლიდერებისგან. მედვედჩუკმა დაკითხვისას დაასახელა უკრაინის ინტერესების შელახვაში მონაწილე ჩინოვნიკების კონკრეტული გვარები – ყოფილი თანამდებობის პირები, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა, სახალხო დეპუტატები და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა