მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა - დროა, დაიდოს ახალი ხელშეკრულება უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ

ნახვები: 621 ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა - დროა, დაიდოს ახალი ხელშეკრულება უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ

ვარშავისა და კიევის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანჯეი დუდას უმაღლეს რადაში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროა, დაიდოს კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ ავაშენეთ ჩვენს ურთიერთობებში, სულ მცირე, ბოლო თვეებში“, – განაცხადა დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია. აქვე მან დაამატა, რომ აუცილებელია აღნიშნულის ანაზღაურება და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა გაიყოს.

დუდას განცხადებით, სწრაფი სარკინიგზო კავშირი კიევსა და ვარშავას შორის უნდა იყოს პოლონეთ-უკრაინის კარგი ურთიერთობების ნიშანი. „ჩვენ ამას ერთად ავაშენებთ“, – აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა.

საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შემოღებული იქნება კანონპროექტი „უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.

დღესვე, ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ასევე, გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ანჯეი დუდა უკრაინას ბოლოს აპრილის შუა რიცხვებში ეწვია, როდესაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩა, ირპინი და ბოროდიანკა მოინახულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა