ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება - შარლ მიშელი

ნახვები: 644 ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება - შარლ მიშელი

ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა გაფართოება - ამის შესახებ შარლ მიშელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ახლა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კომენტარი სერბეთზეც გააკეთა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. მიშელის განცხადებით, მას სერბეთის პოზიციის ესმის, რადგან რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

"უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უკრაინის რეკონსტრუქცია. უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა. თუმცა მსოფლიომ დაინახა რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია. მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო. ნატო გაფართოვდება, მასში შევა ფინეთი და შვედეთი.

ეს ნიშნავს რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები უნდა დავიცვათ, ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება. უკრაინამ თავისი არჩევანი გააკეთა, ის ევროკავშირის მხარესაა, ევროპის მხარესაა. უკრაინელებმა ევოლუცია განიცადეს ჯერ კიდევ 2014 წელს. რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგო რესურსებზე. შესაბამისად არსებობს ბევრი სირთულე," - აცხადებს შარლ მიშელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა