Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის-ანდრეი რუდენკო

ნახვები: 578 რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის-ანდრეი რუდენკო

რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„გაერთიანების შესახებ საკითხი ორი მხარის მონაწილეობას მოითხოვს. თავიდან შევხედავთ იმას, თუ რეფერენდუმის ჩატარების დროს როგორ მისცემენ ხმას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და შესაბამისად, დაველოდებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეაქციას. აქ ​გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორების მთელი ერთობლიობა, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, მაინცდამაინც დღეს ამ გადაწყვეტილების მიღების დროულობის და მიზანშეწონილობის საკითხი“, – განაცხადა რუდენკომ.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი დააკვირდება 17 ივლისს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისთვის მზადებას.

რუდენკომ ასევე ცხინვალის მხრიდან უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ორმხრივი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. შესაბამისი დოკუმენტი ანდრეი რუდენკომ წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა