Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დროებით გადადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს პოლიტიკურ ენაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ღალატი ჰქვია-მაჭარაშვილი

ნახვები: 576 სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დროებით გადადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს პოლიტიკურ ენაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ღალატი ჰქვია-მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროებით გადადების თაობაზე რა განცხადებებიც გააკეთა, პოლიტიკურ ენაზე ამას საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ღალატი ჰქვია.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ომისა და ღალატის პარტია პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოღალატეობრივი პოზიციის გამო დაერქვა.

„ეს იმიტომ ჰქვიათ, რომ საკუთარ ქვეყანას ღალატობენ. როცა პოლიტიკაში ასეთ მოღალატეობრივ პოზიციებს იჭერ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, ბუნებრივია, ღალატის პარტია დაგერქმევა. როცა ოპოზიციაში ხარ და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება გიხარია, ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოება პოზიტიურად განწყობილი ვერ იქნება. „ომის პარტიამ“ და მისმა მომხრეებმა პოზიტიურ ინფორმაციად მიიღეს ის ინფორმაცია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შეიძლება, გაუქმებულიყო. არ შეიძლება, ლამის მეორედ მოსვლად გაასაღო ჩვეულებრივი პროტოკოლური საკითხი, როცა ადამიანი შეუძლოდ გახდა. საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია უცხოეთში დადის და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ნეგატივი ჰქონდეს. ხელს უშლიან პროცესებს, რომ სახელმწიფოს წარმატება ჰქონდეს, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა