ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ადგილობრივ განწყობებს ასახავს- პესკოვი

ნახვები: 633 სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ადგილობრივ განწყობებს ასახავს- პესკოვი

სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ადგილობრივ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად აღნიშნულ თემაზე რაიმე სამუშაოს არ ატარებს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რამდენადაც გვესმის, ეს ნამდვილად ასახავს რესპუბლიკაში საერთო განწყობას, რესპუბლიკის მოსახლეობის და ამ რესპუბლიკის წინა ხელმძღვანელის დამოკიდებულებას. თუმცა მოცემულ მომენტში რუსეთის გეგმაში არანაირი საქმიანობა მოცემულ შემთხვევაში არ ტარდება“, – განაცხადა პესკოვმა 17 ივლისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას.

კითხვაზე, მიაჩნიათ თუ არა კრემლში მიმდინარე ვითარებაში მსგავსი რეფერენდუმი მიზანშეწონილად, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა არის „რესპუბლიკის მოსახლეობის, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საკითხი და აქ უფრო საჭიროა მათ პოზიციაზე ორიენტირება“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა