ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისია გრძელდება

ნახვები: 647 ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისია გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საევაკუაციო მისია გრძელდება და მას ჩვენი სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები  ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოსახლეობას საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დეტალებიც გააცნო. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა, ასევე „აზოვსტალში“ მიმდინარე ევაკუაციაზე, გერმანიის კანცლერთან კი, მისი თქმიღმ საუბრის მთავარი თემა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დახმარების საკითხი იყო.

„ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი აუდიტორიის შეკრებას იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოს მხარი დაუჭირონ ყველა დონეზე, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს ყველა მიმართულებით; საინფორმაციო ზეწოლა, დიპლომატიური, ასევე კულტურული – აი, რა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა