ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას - ნედ პრაისი

ნახვები: 652 ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას - ნედ პრაისი

აშშ გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.

„ჩვენ ძალიან მკაფიო და გულწრფელი ვართ ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის საყრდენების გაძლიერების განგრძობად საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში და მსოფლიოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ასევე კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან გამუდმებით გესმით საუბარი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის როლის შეუცვლელობაზე მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის საჭიროებაზე. აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი, მათი მუშაობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული მათი მოვალეობის შესრულების დროს და მათი მოვალეობა სიმართლის თქმაზე მეტი არაფერია და ისინი არაფერს იყენებენ გარდა კალმისა და კლავიატურისა. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილას და მათი ამოცანის ნაწილია, გაგრძელდეს საქართველოსთან პარტნიორობა.

პრაისმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მისწრაფებების რეალიზებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება.

„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში ვერ ახდება. მათ რეალიზებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა რესურსებით, პირდაპირი მხარდაჭერით ბევრ შემთხვევაში და ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა