ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია-მედიამენეჯერები დასავლეთს

ნახვები: 638 არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია-მედიამენეჯერები დასავლეთს

4 ტელევიზიის ფორმულას, ტვ პირველის, მთავარი არხისა და კავკასიის მედია მენეჯერები ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ, არ მისცენ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, საბოლოოდ მოკლას დემოკრატია საქართველოში.

წერილში მედიამენეჯერები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საკითხი და პირდაპირი გზავნილია დასავლეთისთვის, რომ საქართველო პუტინის მეთოდებით იმართება.

"ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებლის, მთავარი არხის დირექტორის დაჭერასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი, დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული ოლიგარქიული მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით. გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და NATO-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, ოცნების რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია.

ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის - მთავარი არხის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე. ჩვენ, ოპოზიციური მედია, ჩვენი საქმიანობით ყოველთვის ვუჭერთ მხარს დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე. თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი.

ქვეყანა მიტაცებულია და იმართება უკვე დაუფარავად რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას, ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხის და ჩვენი კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს - მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი"- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა