Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევროვიზიის ქართულმა ჟიურიმ დაწერა სულ სხვა ქულები-ნათია მშვენიერაძე

ნახვები: 578 ევროვიზიის ქართულმა ჟიურიმ დაწერა სულ სხვა ქულები-ნათია მშვენიერაძე

ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის, რაც ეთერით ვნახეთ. ქართულმა ჟიურიმ დაწერა სულ სხვა ქულები, მოხდა გაუგებრობა, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა გამოაცხადა სრულიად განსხვავებული ქულები, – ამის შესახებ ევროვიზიის კონკურსის ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა ნათია მშვენიერაძემ უკრაინის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და დაელოდებიან პასუხს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან.

 

„ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის, რაც ეთერით ვნახეთ. ქართულმა ჟიურიმ დაწერა სულ სხვა ქულები, ველოდებოდით ჩვენი კოლეგის, ელენე კალანდაძის ჩართვას ქულების გამოცხადებისას, თუმცა მოხდა რაღაც გაუგებრობა, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელი თავად გამოჩნდა ეკრანზე და გამოაცხადა სრულიად განსხვავებული ქულები. ჩვენ ეს უკვე გავაპროტესტეთ, მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდებით შედეგებს, პასუხს, რასაც გაგვცემს ევროპის მაუწყებელთა კავშირი“, – განაცხადა ნათია მშვენიერაძემ.

 

იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. კონკურსის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა