მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტზე მიიწვევენ

ნახვები: 620 NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტზე მიიწვევენ

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯეოანა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება NATO-ს სამიტზე მიწვეული იქნება. 

მისი თქმით, საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც წლებია თანამშრომლობენ. 

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ მზარდი მნიშვნელობისაა შავი ზღვის რეგიონიც, რაც განსაკუთრებით მკაფიო მისი ბლოკადის და უკრაინიდან საკვების ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლის შემდეგ გახდა. 

„NATO ყოველთვის პატივს სცემს ევროპისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არაა ვიღაც სხვის ვეტოს საკითხი, ეს არის დისკუსია იმ ქვეყანასა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც სურს, რომ შეუერთდეს. საქართველო ჩვენთვის არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. ჩვენ მათთან წლებია ვმუშაობთ და მე ასევე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება NATO-ს სამიტზე მიწვეული იქნება.

NATO-სთვის ხელშეუხებელი რჩება ღია კარის პოლიტიკა და მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ შავი ზღვის ბლოკადის გავლენას მაშინ, როცა რუსეთის ცდილობს უკრაინის ეკონომიკას სული შეუხუთოს და ასევე შექმნას საკვების დაუცველობა მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილში" - განაცხადა მირჩა ჯეოანამ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა