ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ემანუელ მაკრონი - უკრაინა თავისი ბრძოლით და გამბედაობით უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახი, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი

ნახვები: 505 ემანუელ მაკრონი - უკრაინა თავისი ბრძოლით და გამბედაობით უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახი, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ემხრობა ახალი ტიპის „პოლიტიკური ევროპული თანამეგობრობის“ შექმნას, რომელიც ევროკავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, შეუერთდნენ ძირითად ევროპულ ღირებულებებს.

REUTERS-ის ინფორმაციით,  ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა თავის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევას სიგნალი უწოდა, რომ ფრანგებს მეტი ევროპა სურთ.

ასევე, მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინელების სურვილს ბლოკში გაწევრიანების შესახებ რამდენიმე წელი დასჭირდება და შედეგად საჭიროა მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული იმედის მიცემა.

„უკრაინა თავისი ბრძოლით და გამბედაობით უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახი, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი. მაშინაც კი, თუ ჩვენ მას ხვალ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების პროცესს წლები დასჭირდება“, – განაცხადა მაკრონმა.

იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების სტანდარტები დაწიოს, მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას პარალელური ერთეული, რომელიც გავრცელდება ქვეყნებზე, რომლებიც მიისწრაფვიან გასაწევრიანებლად ან ქვეყნებზე, რომლებმაც დატოვეს ბლოკი, მაგალითად, ბრიტანეთმა.

მისი თქმით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება ღია იქნება დემოკრატიული ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, ენერგეტიკის კუთხით თანამშრომლობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა