ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, აღადგინოს ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 505 „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, აღადგინოს ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი-ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში თუ გადაიყვანენ, იქ ამისთვის შესაბამისი გარემო არ იქნება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მძიმე შედეგები, რაც შესაძლებელია, დადგეს, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ეს ძალიან მძიმე ზიანი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. ხელისუფლებას თითქოს სურს, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ მათ ეს სურვილი რეალურად არ ამოძრავებთ. მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში თუ გადაიყვანენ, იქ არ იქნება შესაბამისი გარემო, რაც აუცილებელია მისი სრული რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ აუცილებელია, რეაბილიტაცია იყოს სრულყოფილი და თავისუფალ გარემოში, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.

ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, პოლიტიკური პატიმარი მესამე პრეზიდენტი. როცა მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მხოლოდ პოლიტიკურ შურისძიებაზეა დაფუძნებული, ეს ყველაფერი ჰუმანიტარულ ჭრილში რომ გადავიტანოთ, მათ ვურჩევდი – აღადგინონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი, ასევე, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან ექსპერტები, რომლებიც საზოგადოებას უფრო ფართო სურათს აჩვენებენ; მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან ჩამოიყვანონ მედიკოსები, რადგან საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და ქვეყნისთვის ეს არის სერიოზული გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ და საზოგადოებამ ამ კრიზისის დროს დაამტკიცოს, რომ ღირსეულია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის სურვილზე, იყოს კარგად, ან არ იყოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კომპლექსურია, რაც გლდანსა და გორში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოქმედებას შეეხება, ასევე 50-დღიან შიმშილობას და იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რითაც მას მკურნალობა უტარდებოდა. ამასთან, ყველაზე მნიშნველოვანია გარემო. ამ გარემოსა და სტრესში მისი სრული რეაბილიტაცია წარმოუდგენელია. ხელისუფლებას ვთავაზობ, საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის ექიმები ჩამოიყვანონ, რომლებიც სააკაშვილთან შევლენ და მკურნალობას დააკვირდებიან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა