მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და 9 მაისს კიევში ჩავიდეს

ნახვები: 621 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და 9 მაისს კიევში ჩავიდეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და 9 მაისს კიევში ჩავიდეს. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის ანალიტიკურ ცენტრში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„ის მოწვეულია, მოწვევა ღიაა, უკვე გარკვეული პერიოდია. მოწვეულია უკრაინაში, მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, ჩამოვიდეს კიევში 9 მაისს. მნიშვნელობა არ ავხსენი, ვფიქრობ, თქვენ საკმარისად განათლებული ხართ, რომ გაიგოთ, რატომ“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მარიუპოლის შესახებაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ იქ ვითარება წამებას უტოლდება და რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება არ შეიძლება, განხორციელდეს, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები ან სამხედრო პერსონალი დაიღუპებიან, როცა მათი გათავისუფლება შეიძლება.

„რუსებს არ სჯერათ, რომ ომის დანაშაულებისთვის მათი პასუხისგებაში მიცემა შეიძლება, რადგან ისინი ბირთვული სახელმწიფოს ძალას ფლობენ. სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ მის დასასრულს, ვერ ვგრძნობთ რაიმეს, რუსეთის მხრიდან მისი შეჩერების მზადყოფნას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა