ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ნახვები: 498 მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, აქციის მიზანია, ხელისუფლებას გააგონონ ხმა, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, „განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში“.

ამასთან, როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

„მთავარი მოთხოვნა დღეს არის ერთადერთი, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ან არ დაზიანდეს მისი ჯანმრთელობა ისე, რომ არ შეეძლოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრება და დაუბრუნდეს ოჯახს ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობით“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შეუძლებელია, ციხის პირობებში სააკაშვილის გამოჯანმრთელება. როგორც მელიამ აღნიშნა,  ხელისუფლებას მოუწევს, თვალი გაუსწოროს რეალობას და შეასრულოს ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში.

„პოსტტრავმული პროცესი არის ახლა, რომელიც გამოწვეული იყო არაადამიანური მოპყრობით, ამას ხაზი უნდა გაესვას და არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ არის სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. შეუძლებელია, ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა