ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევტუშენკოვი დაახლოებულია ბაიდენის ოჯახთან, არის ბიზნესპარტნიორი, რის გამოც გათავისუფლდა აშშ-ის სანქციებისგან- კობახიძე

ნახვები: 637 ევტუშენკოვი დაახლოებულია ბაიდენის ოჯახთან, არის ბიზნესპარტნიორი, რის გამოც გათავისუფლდა აშშ-ის სანქციებისგან- კობახიძე

რაღაც კამპანიის აწევა სცადეს იმ საუბრის შესახებ, რომელიც არც ვიცით, შედგა თუ არა. თან საუბარია რაღაც ლაკონური ინფორმაციის გაცვლაზე, თუ ინფორმაციის გაცვლაც კი არ იყო, ეს კამპანია საპნის ბუშტივით გასკდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს სავარაუდოდ ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აღნიშნული რუსი ბიზნესმენი პირდაპირ დაახლოებულია ბაიდენის ოჯახთან.

„ანუ, მარტივად ჩავარდა და ეს კამპანია საპნის ბუშტივით გასკდა. როცა ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისიც არ ვიცით, ესაუბრა თუ არა, მაგრამ ორი წამი რატომ ესაუბრა რუს ბიზნესმენს, რომელიც ბაიდენის ოჯახთან არის პირდაპირ დაკავშირებული და ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორია, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული პიარკამპანიები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „კუბილიუსმა განაცხადა, რომ ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბრის ნამდვილობა თუ დადასტურდება, ეს შექმნის პრობლემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – კობახიძის თქმით, საერთაშორისო გავლენიანი მედიასაშუალებები პირდაპირ საუბრობენ, რომ ევტუშენკოვი არის დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან, არის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო გათავისუფლდა აშშ-ის მხრიდან სანქციებისგან.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, შესაძლოა, ეს ინფორმაცია საინტერესო აღმოჩნდეს კუბილიუსისთვის.

„რაც შეეხება კუბილიუსის ნაწილს, შევუთვალოთ ბატონ კუბილიუსს, რომ ეს ბიზნესმენი ყოფილა ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული და ამის შემდეგ ალბათ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნება იმასთან დაკავშირებით, რა საუბრები შედგა, თუ შედგა და ა.შ. შეიძლება, ეს საინტერესო აღმოჩნდეს ბატონი კუბილიუსისთვის. საერთაშორისო მედია საუბრობს ამაზე. გავლენიანი მედიასაშუალებები, მათ შორის „დეილი მეილი“, „ნიუორკ პოსტი“, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი არის დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან და არის ბიზნესპარტნიორი, საუბრობენ იმაზე, რომ ამის გამო გათავისუფლდა ევტუშენკოვი სანქციებისგან აშშ-ის მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ საუბარია კონკრეტულ კავშირებზე, რომელიც არის დამყარებული ბაიდენის ოჯახსა და ამ კონკრეტულ რუს ბიზნესმენს შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ დაუწესდა სანქციები, როგორც ჩანს, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და იმედია, ამ მიზეზით დაინტერესდება ბატონი კუბილიუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა