ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავის დროზე, როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე ვსაუბრობდი, ამას არასერიოზულად მიიჩნევდნენ-იაგო ხვიჩია

ნახვები: 643 ავის დროზე, როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე ვსაუბრობდი, ამას არასერიოზულად მიიჩნევდნენ-იაგო ხვიჩია

„გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს არ შეურთდება. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კონკრეტული პირობით.

„ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმ შემთხვევაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს ჩვენს კომისიასაც, რაზეც არ უნდა იყოს. თავის დროზე ამაზე თანხმობა გვქონდა. საპროტესტო აქციებს წარმატებას ვუსურვებ და მასში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას არ აპირებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგვიანებული ფიქრი სჩვევია, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ სწორ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ბოლო მიშას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ემთხვეოდა. თავის დროზე, როცა ამას ვამბობდი, არასერიოზულად მიაჩნდათ, ახლა კი, ამ მოთხოვნით ქუჩებს კეტავენ. შესაბამისად, მჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლაც ასეთი იქნება – გვიან, მაგრამ ამ დასკვნამდე მივლენ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა