ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სააკაშვილს აქვს დეპრესია, დეპრესიიდან გამომდინარე ის გარკვეულ დახმარებას საჭიროებს-პაპუაშვილი

ნახვები: 501 სააკაშვილს აქვს დეპრესია, დეპრესიიდან გამომდინარე ის გარკვეულ დახმარებას საჭიროებს-პაპუაშვილი

პატიმარს აქვს დეპრესია, დეპრესიიდან გამომდინარე ის გარკვეულ დახმარებას საჭიროებს, რომელზეც ის თავად ამბობს უარს. ამ დეპრესიის ფონზე გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს აქვს ჩადენილი დანაშაულები, რომელზეც პასუხი უნდა აგოს.

„მთავარი არის ერთი რამ, რასაც ვისმენთ მისი ოჯახის წევრებისგან და გულშემატკივრებისგან, ეს არის გარკვეულწილად წახალისება მიხეილ სააკაშვილის, რომ მან გააგრძელოს ეს გზა ანუ უარის თქმა სამედიცინო სერვისზე, რომელიც მას შეეთავაზება, გარკვეულწილად იმედის გაჩენაა მისთვის, რომ თუ ის ამ გზას მიჰყვება და უარს იტყვის, რაღაც მომენტში მოხდება მისი გათავისუფლება. ნაცვლად ამისა, ვფიქრობ, ომბუდსმენი, მისი ოჯახის წევრებიც, გულშემატკივრებიც ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ დაითანხმოს მიხეილ სააკაშვილი, დაეთანხმოს სამედიცინო სერვისის მიღებაზე. ყველა თანხმდება, რომ მას სჭირდება ფსიქოლოგის მომსახურება, შეიძლება თუ არა მას ეს სერვისი მიეწოდოს ციხეში, პასუხი არის, კი. პასუხებიდან როგორც გავარკვიე, საქმე არის იმაში, რომ ის იმ გარემოს მიიჩნევს დამთრგუნველად, უნდა გარემოს შეცვლა, ასე არ არის მოწყობილი ცხოვრება და ასე არ არის მოწყობილი ჩვენი კონსტიტუცია და მართლმსაჯულება. არსებობს განაჩენი და ეს განაჩენი უნდა აღსრულდეს, დამთრგუნველი არის რა თქმა უნდა ყველა პატიმრისთვის, ვინც არის სასჯელაღსრულების სისტემაში, მაგრამ ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი, როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს და მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, მან აცემინა საქართველოს პარლამენტის წევრი და ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, ეს დამტკიცებული აქვს. აქციებით მისი უარი უფრო წახალისდება, ვიდრე მისი თანხმობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა