უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა
რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

მიხეილ სარჯველაძე - უკრაინული მხრიდან მეორედ, იგივე სტილში კეთდება ბრალდება, რომლის დამასაბუთებელი არგუმენტი არ აქვთ

01.05.2022 ნახვები: 622

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკრაინული მხარე აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ვერაფრით ახსნეს და დაასაბუთეს პირველ ჯერზე საქართველოს მიმართ წამოყენებული ბრალდება და ამ ფონზე, იგივე სტილში კეთდება მორიგი ბრალდება, რომლის დამადასტურებელი არგუმენტი არც ახლა აქვთ.

სარჯველაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინული მხარე კიდევ ერთხელ შეიძლება, აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში.

მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული მხრიდან გვესმის ასეთი ტიპის ბრალდებები, უცნაური თავისი შინაარსით, უცნაური იმდენად, რამდენადაც პირველ ჯერზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ისინი აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ვერაფრით ახსნეს და ვერ დაასაბუთეს წამოყენებული ბრალდება. ასეთ ფონზე რომ ხელმეორედ, იგივე პრინციპით, იგივე სტილში კეთდება განცხადება, ბრალდება და ამის დამასაბუთებელი არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ, რასაკვირველია, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება, აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ასეთი ტიპის განცხადებები არ არის ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება, უმნიშვნელოდ ჩაიაროს. შესაბამისად, ალბათ იგივე საკუთარ მოსახლეობაშიც შეიძლება, გაჩნდეს კითხვები ამასთან დაკავშირებით და მოუწიოთ პასუხების გაცემა, რომელი პასუხებიც, უბრალოდ, არ აქვთ. ინტერესი, ახსნა და ლოგიკა, რაც შეიძლება, იყოს არის ერთადერთი, ესაა იგივე, რის გამოც მთელი მსოფლიოს, ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში გამოვლენილი პრაგმატიზმი და სიფრთხილესთან მიმართებაში შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას, მხოლოდ საქართველოს მხრიდან გამოჩენილ სიფრთხილეზე აქვს აგრესიული დამოკიდებულება, როგორც ცალკეულ თანამდებობის პირებს.

როგორც ჩანს, რა მიზეზითაც ასეთი ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობაა ახსნადი,ზუსტად იგივე მიზეზი განაპირობებს ალბათ ასეთი დაუსაბუთებელი, საფუძველს მოკლებული ბრალდებების განმეორებით წამოყენებას იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მკაფიო განცხადებისა და მოთხოვნის მიუხედავად, რეალურად, ვერ მივიღეთ ვერავითარი დამასაბუთებელი არგუმენტი იმისა, რასაც იძახის დაზვერვის სამსახური. ძალიან დიდი ალბათობით თუ არა, ფაქტის დონეზე შეგვიძლია, საუბარი, რომ ეს მიზეზი შეიძლება, განპირობებული იყოს უკრაინის ხელისუფლებაში ცალკეული თანამდებობის პირთა მხრიდან სიმპატიებით „ნაციონალური მოძრაობის“, ამ „ომის პარტიის“ მიმართ. როცა უკრაინული ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი იწყებს საუბარს საქართველოს ომში ჩართვის სტრატეგიულ მიზანთან დაკავშირებით, რაც თითქოსდა წაადგეს უკრაინის სახელმწიფოს ამ მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ასეთ ფონზე შეიძლება, გასაგები იყოს კავშირები ასეთ ფაქტობრივ მოცემულობასთან მიმართებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა