ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ნახვები: 652 ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.

მათივე ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები.

ქვეყნებს შორის არსებულ  მეგობრულ ურთიერთობებზე  საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა