საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეფერხების გარეშე იმუშაოს- პუტინი

ნახვები: 692 რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეფერხების გარეშე იმუშაოს- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის სანქციები მიზნად რუსული საზოგადოების გახლეჩას ისახავს. ვლადიმირ პუტინის განაცხადებით, დასავლეთ ეს არ გამოუვა.

პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს „სასანქციო აგრესია“ უწოდა და მოუწოდა მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.

„ახლა ჩვენი მთავრობა მუშაობს რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მასშტაბურ ზომებზე და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების ამ მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიების და სოციალური შემწეობების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეფერხების გარეშე იმუშაოს“, – განაცხადა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა