ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რომან გოცირიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ატყუებს მრევლს

ნახვები: 645 რომან გოცირიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ატყუებს მრევლს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება, ამის შესახებ პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.  

გორიციძე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აკეთებს განმარტებას ქრისტეს საფლავზე „წმინდა ცეცხლის“ გადმოსვლასთან  დაკავშირებით და მას სასწაულს მიაწერს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება, თუ სხვებისათვის ეს ლამაზი რიტუალია, საქართველოს ეკლესიისათვის იგი ბუნების საწინააღმდეგო სასწაულია. მაგალითად, სომხური ეკლესია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ცერემონიაში, არ ეუბნება თავის მრევლს, რომ ცეცხლი თავისით ინთება. მასში მონაწილე სომეხი სასულიერე პირები ამბობენ, რომ ცეცხლი ინთება წინასწარ ანთებული ლამპადიდან. ბუნებრივი ცეცხლი მას შემდეგ ხდება “წმინდა”, რაც პატრიარქი დალოცავს მას.

საქართველოში ამ მოვლენაზე გულახდილი საუბარიც კი მიუღებელია, “მკრეხელობაა”. “რუსთავი 2” თავის სარეკლამო კლიპში გვამცნობს, რომ პირდაპირ რეპორტაჟს აპირებს ამ “სასწაულიდან” და ალბათ როგორც მანამდე “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, მოჰყვება ათას ზღაპრებს და სრული სერიოზულობით დაიწყებს მტკიცებას, რომ რაც ხდება, ფიზიკურ კანონებს მიღმაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე “არც კი წვავს”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყვარელი არგუმენტია რაღაცის დასამტკიცებლად.

ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, “მეცეცხლე მინისტრების”, ელჩებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების სახით და “სახელმწიფოს გვერდში დგომა”, ამ დღესასწაულის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნაცადი ხერხია. როცა ეკლესია და მთავრობა შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ ადამიანების გონების რეცხვის პროცესში, ორივე მხარე ამით პოულობს თავ-თავიანთ სარგებელს.

სანამ ხელისუფლება (ოპოზიციაც) არ გაიაზრებს, რომ ეკლესიის იდეოლოოგის ტყვეობაში ყოფნა, ეკლესიისა და ხელისუფლების გაუმიჯნაობა ხელს უშლის ცივილიზებული საერო სახელმწიფოს შექმნას, შეუძლებელია ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს რომელიმე სფეროში.

მხოლოდ განათლება, მეცნიერული ცოდნა და თავისუფალი აზროვნება არის თანამედდოვე საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი, რომლისგანაც ჯერ კიდევ ასე შორსა ვართ“, - აცხადებს გორიციძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა