ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს

ნახვები: 633 ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს

ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში კვალიფიცირებულია, როგორც გენოციდი.

„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ეს აქტები მოიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების შეზღუდვას, გაუპატიურებებს, ასევე ცხედრების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ესტონეთისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებში.

ამასთან, ლატვიის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა