Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს

ნახვები: 578 მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს

მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტი კანონით აკრძალა. ახალ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უნდა მოაწეროს ხელი.

შესაბამისი ცვლილება მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში შევა. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში აიკრძალება როგორც გეორგიევსკის ლენტი, ასევე Z და V ნიშნების. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, აკრძალული იქნება ამ სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და ასევე, საჯაროდ გამოყენება.

კანონის დამრღვევს 226-დან 452 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს და 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გასწევს.

კანონპროექტს მხარი 53 დეპუტატმა დაუჭირა, სულ მოლდოვის პარლამენტში 101 კანონმდებელია წარმოდგენილი. ერთმა თავი შეიკავა.

კენჭისყრის წინ მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. სოციალისტური პარტიის წევრები სესიაზე არ იმყოფებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა