ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს

ნახვები: 503 ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 

რეპორტიორმა ბაიდენს ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინაში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნას, რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

 

ამის შემდეგ ბაიდენმა თავად ჰკითხა ჟურნალისტს, მზად არის თუ არა რეპორტიორი უკრაინაში წასასვლელად, რაზე საპასუხოდაც ჟურნალისტმა მას კითხვა შეუბრუნა – და თქვენ მზად ხართ? იკითხა რეპორტიორმა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.

 

შეგახსენებთ, ამერიკული მედია უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებს ცნობებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა