ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ შვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა

ნახვები: 640 დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ შვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზრდასრულ შვილებს, კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს.

ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში შეიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა.

როგორც ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ლონდონი განაგრძობს კრემლის უახლოესი გარემოცვის მდიდრული ცხოვრების სამიზნეში ამოღებას სამოგზაურო და ფინანსური სანქციების დაწესებით.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო სანქციების შედეგად, პუტინის ომის ბიუჯეტიდან 275 მილიარდ ფუნტზე მეტია გაყინული. ოფიციალური ლონდონის განცხადებით, რუსეთი მიემართება ყველაზე ღრმა რეცესიისკენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა