ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხათუნა ლაგაზიძე: „რუსეთი საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხედ აღიქვამს“

ნახვები: 645 ხათუნა ლაგაზიძე: „რუსეთი საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხედ აღიქვამს“

„ეს თავისთავად მუქარაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი NATO-სა და საქართველოს ურთიერთობას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს," - ასე აფასებს \ესქპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ცნობისთვის: ჟენევაში, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი მიმდინარეობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა: „საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ჩვენი აზრით, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს კიდევ უფრო მეტ ესკალაციას, დაძაბულობას და გაურკვევლობას რეგიონში."
ლაგაზიძის თქმით, რუსეთი საქართველოს დასავლურ სივრცეში გაწევრიანებას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს და ამიტომაც ახსენებს 2008 წელს. ექსპერტის აზრით, ომის ხსენება პირდაპირი მუქარაა.

„რუსეთი ამას აღიქვამს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად და 2008 წლის ხსენება ძალიან სერიოზული, პირდაპირი ტექსტით მუქარაა," - ამბობს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, დასავლეთმა თავისი მოქმედებები და ხედვები ამ მუქარის გათვალისწინებით უნდა გადააწყოს, რათა საქართელოს უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ვფიქრობ,დასავლეთმა, რომლის ინტერესებიც არის, შეინარჩუნოს საქართველო, როგორც ღირებული პარტნიორი ამ რეგიონში, სასწრაფოდ უნდა გადააწყოს თავისი მოქმედებები და ხედვები საქართველოს ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა აპოლიტიკური დაპირსპირების აღმოფხვრა", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, რუსეთის გააქტიურება ერთგვარი პრევენციაა, რადგან ის ხედავს, რომ ევროკავშირი და აშშ აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს პოლიტიკურ საკითხებში, რუსეთს კი უნდა, რომ როგორმე ეს გააქტიურება შეაკავოს.

„რუსეთის გააქტიურება გასაგებია, პრინციპში, ეს ევროკავშირისა და აშშ-ის საქართველოსთან მიმართებაში უპრეცენდენტო გააქტიურების შემხვედრი რეაქციაა. რუსეთი პრევენციულ განცხადებებს აკეთებს, რათა როგორმე შეაკავოს ის ინტერესი, რაც ასე თვალსაჩინოა. ამავდროულად, ჩვენ ამ პროცესებს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში ვერ განვიხილავთ, გლობალურ კონტექსტში უნდა გავაანალიზოთ. გლობალური კონტექსტი კი გვეუბნება, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებს შორის, ერთის მხრივ, რუსეთის შეკავებაა, მეორეს მხრივ კი, დემოკრატიის გავრცელება და ხელშეწყობა განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცა საქართველოა," - ამბობს ლაგაზიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა