Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ფიქრობთ, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას პოზიტიური შედეგი ექნება?-ფოტიგა ბორელს

ნახვები: 578 ფიქრობთ, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას პოზიტიური შედეგი ექნება?-ფოტიგა ბორელს

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე, მიხეილ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობასა და ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე კითხვები დაუსვა.

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს მხარს უჭერს, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროცესი დამსახურების შესაბამისად მიიღწევა.

ფოტიგა ამბობს, რომ აღელვებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი განხორციელებული შურისძიების პოლიტიკა, რაც მისი თქმით, ევროპულ სტანდარტებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობას, ბიძინა ივანიშვილი აქეზებს.

აღსანიშნავია, რომ ფოტიგა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების ბუნდოვან პოზიციაზე პასუხისმგებლობასაც რუსეთთან დაკავშირებულ ოლიგარქს აკისრებს.

ევროპარლამენტარს მოჰყავს მოლდოვის დეოლიგარქიზაციის მაგალითი და ივანიშვილისთვის სანქციები დაწესების პოზიტიური ეფექტის შესახებ ბორელს ეკითხება აზრს.

ანა ფოტიგას წერილი ჯოზეფ ბორელს:

3 მარტს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნითა და 2003 წლიდან საქართველოს ყველა ხელისუფლების ძალისხმევაზე დაყრდნობით, ქართველმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრობის ფორმალური განაცხადი შემოიტანეს, რომელსა მე მივესალმები.

რეალურად, წევრობის პროცესი დამსახურებას შეესაბამება. ამ კუთხით, მე მაშფოთებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა, რაც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. მე ვუერთდები უამრავ მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრონ და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური შურისძიებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, დოქტორმა და დიპლომატმა წამოწია სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე და ციხეში მისდამი არასათანადო მოპყრობაზე, რაც წაქეზებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირი და საქართველოს ხელისუფლებას არაფორმალურად აკონტროლებს. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები იწვევს ქართული ოცნების ხელისუფლების ბუნდოვან პოზიციას უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

1.შეესაბამება ეს შურისძიებისკენ მიმართული პოლიტიკა და საქართველოს მესამე პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რასაც ითხოვს წევრობის პროცესი?

2.ეთანხმება თუ არა ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი [ჯოზეფ ბორელი], რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმებზე და ევროკავშირში მის მომავალზე პოზიტიური გავლენა მოახდინა და ეთანხმება თუ არა იმ აზრს, რომ პირადი სანქციების დაწესება საქართველოში ცუდი სახელის მქონე ოლიგარქზე, ვისაც რუსეთთან კავშირები აქვს მოიტანს მსგავს პოზიტიურ ეფექტს?

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა