ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სასამართლომ დაუშვებლად ცნო ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებთა საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ

ნახვები: 503 სასამართლომ დაუშვებლად ცნო ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებთა საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ

რუსეთ-საქართველოს ომიდან თითქმის 14 წელი გავიდა. სტრასბურგის სასამართლო კი კვლავ აგრძელებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას. 24 მარტს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. უფრო კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო. სასამართლომ დაუშვებლად ცნო სულ 370 ინდივიდუალური საჩივარი.

„2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

სასამართლოს დღევანდელი განჩინებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე, რომლებიც ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს განხორციელდა.

„ეს დავა, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს მრავალი წლის განმავლობაში, 2008 წლის ომის შემდგომ, როდესაც რუსეთის ფედერაციის კოორდინაციით ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა შეიტანა ინდივიდუალური სარჩელები და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან აქტიურად მუშაობდა მტკიცებულებების შეგროვებაზე, ყველა იმ უწყებასთან ერთად, რომელსაც მადლობა გადავუხადეთ. და სწორედ ამ აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მიგვეღწია ამ დიდი გამარჯვებისთვის, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება ქართველი მხარის სიმართლე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველო სტრასბურგში აგვისტოს ომზე საქმეს იგებს. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე საჩივარი აქვს წარდგენილი. საქართველოს ინტერესების დასაცავად დავა საერთაშორისო სასამართლოებში ამ დრომდე გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა