ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გმირ უკრაინელებს სააკაშვილმა ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, თუ ქვეყნის ღალატი-მდინარაძე

ნახვები: 643 გმირ უკრაინელებს სააკაშვილმა ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, თუ ქვეყნის ღალატი-მდინარაძე

იქნებ, დაგვიკონკრეტონ წერილის ავტორებმა, გმირ უკრაინელებს სააკაშვილმა ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, თუ ქვეყნის ღალატი, რომელი გამოცდილება სჭირდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ზელენსკის პარტიის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ითხოვენ, რომ სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება უკრაინაში და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, ის გადასცენ უკრაინას.

„ჩემი კითხვა გადაეცით, მე არ ვიცოდი ამ წერილის შინაარსი, თუ მართლა ასეთია, რომელი გამოცდილება, ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ გაქცევა, რა უნდა ასწავლოს სააკაშვილმა უკრაინელებს? გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავისი ქვეყნისათვის, ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, წაქცევა თუ თავისი ქვეყნის ღალატი, თუ ომიდან ორ თვეში სამხედროებს დააბრალოს, როგორ დაიწყეს ვითომ მათ საომარი მოქმედებები, რომელი გამოცდილება სჭირდებათ, იქნება, დაგვიკონკრეტონ", - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა