ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მამუკა მდინარაძე: „არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება"

ნახვები: 644 მამუკა მდინარაძე: „არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება"

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ეკონომიკას. ამ თემაზე კომენტარი მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გააკეთა.
"მთელი ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება, სამწუხაროდ, მათ შორის სპეკულაციებიც, თუმცა, ჯანსაღი დისკუსიაც არის, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლიუს-მინუსებით, დავარქვათ ასე, რაც არის ქვეყანაში და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი.
ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება, მათ თავზე ასახული. თუმცა, ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი ბენეფიტი სხვაგვარი არ აქვს შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ასევე, იცავს ეკონომიკას საბოლოო ჯამში", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ თანმიმდევრული შეზღუდვების შეძლო მთავრობამ პიკის პერიოდში არსებული სიტუაცია დაესტაბილურებინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა