ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება

ნახვები: 388 რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მიყენებული ზიანი აანაზღაურა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძეს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. დამატებით მას 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

უწყების განცხადებით, მიქაუტაძემ აღიარა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება ახლდა.

„მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა შემდეგი ქონება:

  • ესპანეთში, მადრიდში მდებარე ბინა – 1 882 168 ლარი;

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარე აგარაკი – 372 720 ლარი;

  • შპს „ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი – 1 577 306 ლარი;

  • ავტომობილი Mercedes-Benz G 63 AMG – 510 000 ლარი;

  • ავტომობილი Land Rover Range Rover – 350 000 ლარი;

  • ავტომობილი Lexus ES 250 – 100 000 ლარი;

  • ოთხი ძვირადღირებული საათი – 630 110 ლარი;

  • ოქროს ზოდები – 99 504 ლარი;

  • მონეტები – 19 770 ლარი.

სახელმწიფოსთვის ჩამორთმეული ქონების ჯამური ღირებულება

5 541 578 ლარი

პროკურატურის მიერ დასახელებული ღირებულებების ჯამი, 1-მილიონიანი ჯარიმისა და ზიანის ანაზღაურების გარეშე.

გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი – 114 658,08 ლარი.

ამრიგად, ჩამორთმეული ქონების, დაკისრებული ჯარიმისა და ანაზღაურებული ზიანის საერთო მოცულობა 6 656 236,08 ლარს შეადგენს.

პროკურატურის განმარტებით, სასამართლოსთვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობით მიმართვის საფუძველი მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება გახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შეთანხმება დაამტკიცა და შესაბამისი განაჩენი გამოიტანა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა