ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი

ნახვები: 292 დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი
„კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს მწვავედ აკრიტიკებს და საჯაროდ სთხოვს განმარტებას, რა წვლილი შეიტანეს მათ „ქართული ოცნების“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო გამარჯვებაში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ოქიტაშვილი ამტკიცებს, რომ 2012 წლის პოლიტიკური ბრძოლის მონაწილეთა დამსახურების დავიწყებისა და ისტორიის გადაწერის მცდელობა მიმდინარეობს.

„2012 წლის 1 ოქტომბერი! ეს თარიღი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის მხოლოდ კალენდრის ერთი დღე არ ყოფილა. ეს იყო წლების ბრძოლის, წინააღმდეგობის, რწმენისა და დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე. ეს გამარჯვება არ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე და დღეს ცდილობენ, იმ ბრძოლის ისტორიის საკუთარი ვერსია შექმნან“, – წერს ოქიტაშვილი.

მისი განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, კარგად ახსოვთ თითოეული მონაწილის როლი.

„ვინც 2012 წლის გამარჯვებისთვის იბრძოდა, კარგად ახსოვს, ვინ სად იდგა, ვინ რა გააკეთა და ვინ გამოჩნდა გამარჯვების შემდეგ! მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? ამ კითხვას ვსვამ საჯაროდ“, – აცხადებს ოქიტაშვილი.

ის განსაკუთრებით აკრიტიკებს მამუკა მდინარაძის როლს „ქართული ოცნების“ შიდა პროცესებში და მას 2012 წლის პოლიტიკური გუნდის წევრების ჩამოშორებაში ადანაშაულებს.

„მამუკა მდინარაძე, რომლის პოლიტიკურ საქმიანობასა და „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებში მის როლს მწვავედ ვაკრიტიკებ. რომელმაც გაყარა და ჩარეცხა 2012-იანები“, – წერს ოქიტაშვილი.

ამასთან, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი კითხვებს სვამს თიკა რუხაძის კულტურის სამინისტროში საქმიანობის შესახებაც. მისი მტკიცებით, რუხაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც აქვთ.

„ძალიან ბევრი ხალხი და ხელოვანი გადანაშაულებთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ჩადენილი უამრავი არასამართლიანი გადაწყვეტილების გამო. იქნებ გასცეთ პასუხი, რადგან ამით კვლავ აზიანებთ „ქართული ოცნების“ იმიჯს“, – მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.

განცხადებაში ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასაც ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის.

ოქიტაშვილის თქმით, მისი ინტერესის საგანია კონკრეტული დოკუმენტები, ხელშეკრულებები, ხარჯთაღრიცხვები, საბიუჯეტო ოპერაციები და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობა.

„ვინმეს ჰგონია, რომ ამ კითხვების დასმას შევწყვეტ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცები „ოქიტაშვილს“ ყვირიან? დამშვიდდით, ბატონებო! ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი“, – აცხადებს ის.

ოქიტაშვილი ასევე ეხმაურება სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და აცხადებს, რომ ოპონენტების რეაქცია კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ჩაანაცვლებს.

„რამდენიც გინდათ, დაწერეთ! ტროლებო და ბოტებო, რამდენიც გინდათ, გაიმეორეთ ერთი და იგივე! ამით ვერც ერთი კითხვა ვერ გაქრება და ვერც ერთი დოკუმენტი ვერ დაკარგავს მნიშვნელობას. თქვენი ხმაური ჩემთვის პასუხი არ არის“, – წერს ის.

ოქიტაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2012 წლის გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებად მიიჩნევს და არ დაუშვებს, მისი შეფასებით, ამ პოლიტიკური ბრძოლის მონაწილეთა როლის დაკნინებას.

„2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას ვერავინ წაგვართმევს! ვერ წაგვართმევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გვერდით იდგნენ მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას რეალური გამბედაობა სჭირდებოდა“, – აცხადებს ოქიტაშვილი.

განცხადების დასასრულს ის ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხონ და აღნიშნავს, რომ მომავალშიც აპირებს დამატებითი საკითხების წამოჭრას.

„ვერავინ ვერ ამიკრძალავს კითხვის დასმას და არავის მივცემ იმის უფლებას, ლაფში ამოსვაროს და ტალახი ესროლოს 2012 წლის მონაპოვარს და იმ ადამიანებს, ვინც თავი გადადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად. კიდევ ბევრი კითხვის დასმას ვაპირებ, დამელოდეთ“, – წერს დავით ოქიტაშვილი.

მამუკა მდინარაძისა და თიკა რუხაძის პასუხები ოქიტაშვილის განცხადებაზე გავრცელებულ ინფორმაციაში წარმოდგენილი არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა